საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტს, გენერალ-მაიორ რიჩარდ „დუეინ“ უილსონს უმასპინძლა

რიჩარდ „დუეინ“ უილსონი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტს, გენერალ-მაიორ რიჩარდ „დუეინ“ უილსონს უმასპინძლა.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, მხარეებმა არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს და სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებებზე ისაუბრეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ჯგუფს შორის თანამშრომლობის შედეგად, გაუმჯობესდა სამსახურის ტექნიკური და სპეციალური შესაძლებლობები. ამასთან, მეხანძრე-მაშველებმა სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი გადამზადება და პროფესიული სწავლებები გაიარეს.

შეხვედრას, ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი სოფიო იმერლიშვილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიისა და სამხედრო ჯგუფის წარმომადგენლები", - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.