ტრამპი: ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. „უზენაესი ლიდერი“ - ის ადვილი სამიზნეა, მაგრამ იქ უსაფრთხოდაა, ჩვენ არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით

ტრამპი

ჩვენ ზუსტად ვიცით, სად იმალება ე.წ. „უზენაესი ლიდერი“ - ის ადვილი სამიზნეა, მაგრამ იქ უსაფრთხოდაა, ჩვენ არ ვაპირებთ მის მოკვლას, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„მაგრამ არ გვინდა, რომ რაკეტები ისროლონ მშვიდობიანი მოსახლეობის ან ამერიკელი ჯარისკაცების მიმართულებით. ჩვენი მოთმინება იწურება. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისთვის!“ - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.