1790539005
ტრამპი: ვფიქრობ, ირანთან ომს ძალიან მალე მოვიგებთ და როგორც კი გავიმარჯვებთ, ნავთობის ფასი ომამდე არსებულ დონემდე დაეცემა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დარწმუნებულია, რომ აშშ ირანთან კონფლიქტში „ძალიან მალე“ გაიმარჯვებს.
„ვფიქრობ, ამ ომს ძალიან მალე მოვიგებთ და როგორც კი გავიმარჯვებთ, ნავთობის ფასი მნიშვნელოვნად, ომამდე არსებულ დონემდე დაეცემა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსთან“ საუბრისას.
რაც შეეხება აშშ-ის შუალედურ არჩევნებამდე ახალი სამხედრო დარტყმების განხორციელების საკითხს, ტრამპმა განაცხადა, რომ ეს შესაძლებელია.
„ამაზე საუბარი არ მინდა, ანუ, ეს შესაძლებელია, მაგრამ უბრალოდ არ მინდა ამაზე საუბარი“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება.











