ტრამპი პუტინთან შეხვედრაზე: არსებობს 25%-იანი შანსი, რომ ეს შეხვედრა წარმატებული არ იყოს

trampi da putini

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, „25%-იანი შანსი არსებობს“, რომ ვლადიმირ პუტინთან მისი შეხვედრა წარუმატებელი აღმოჩნდეს.

„ეს შეხვედრა მეორე შეხვედრისთვის მზადებას წარმოადგენს“, - განუცხადა მან Fox News Radio-ს.

„მეორე შეხვედრა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან სწორედ მაშინ მოხდება შეთანხმება“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, მეორე შეხვედრა, რომელშიც ვოლოდიმირ ზელენსკიც მიიღებს მონაწილეობას, საზღვრებთან და ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს მოიცავს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ტრამპმა პუტინთან მოლაპარაკებები „ჭადრაკის თამაშს“ შეადარა.

„არსებობს 25%-იანი შანსი, რომ ეს შეხვედრა წარმატებული არ იყოს“, - განაცხადა მან.

ტრამპმა დასძინა, რომ თუ შეხვედრა კარგად არ დასრულდება, მზად არის, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს.