ტრამპი ნორვეგიის მიერ „მშვიდობის საბჭოს“ მასპინძლობაზე: როდესაც წავიკითხე ფრაზა „მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ნორვეგია...“, მეგონა, რომ ნობელის პრემიას მაძლევენ, როგორც იქნა, მიხვდნენ

დონალდ ტრამპი

ნორვეგიის მიერ „მშვიდობის საბჭოს“ მასპინძლობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ თავდაპირველად სიახლე სხვაგვარად გაიგო.

ტრამპის თქმით, როდესაც წაიკითხა ფრაზა - „მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ნორვეგია...“, მისი პირველი ფიქრი ნობელის პრემიას უკავშირდებოდა.

„მეგონა, აპირებდნენ ეთქვათ, რომ ნობელის პრემიას მაძლევენ.

ოჰ, ეს ნაკლებად ამაღელვებელია. ოჰ. აქ წერია: „მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ნორვეგია...“, მე კი ვამბობ: „ოჰ, მშვენიერია, ნობელის პრემიას ვიღებ! როგორც იქნა, როგორც იქნა, მიხვდნენ“.

მაგრამ მე ეს არ მადარდებს. არ მაინტერესებს ნობელის პრემია. მე ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა მადარდებს, უბრალოდ რომ იცოდეთ“, - აღნიშნა ტრამპმა.