ტრამპი: მოუთმენლად ველი აპრილში ჩინეთში ვიზიტს - ურთიერთობა ჩინეთთან და ჩემი პირადი ურთიერთობა პრეზიდენტ სი ძინპინთან უკიდურესად კარგია

დონალდ ტრამპი სი ძინპინი

ურთიერთობა ჩინეთთან და ჩემი პირადი ურთიერთობა პრეზიდენტ სი ძინპინთან უკიდურესად კარგია და ჩვენ ორივე ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ასეთად შენარჩუნება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„ახლახან დავასრულე შესანიშნავი სატელეფონო საუბარი ჩინეთის პრეზიდენტთან, სი ძინპინთან. ეს იყო ხანგრძლივი და საფუძვლიანი საუბარი, რომლის დროსაც განვიხილეთ მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის: ვაჭრობა, სამხედრო სფერო, აპრილში ჩემი ვიზიტი ჩინეთში, რომელსაც მოუთმენლად ველი, ტაივანი, რუსეთ-უკრაინის ომი, ირანში არსებული ვითარება, ჩინეთის მიერ აშშ-ისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვა და ჩინეთის მხრიდან დამატებითი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შეძენა“, - აღნიშნა ტრამპმა.

„ურთიერთობა ჩინეთთან და ჩემი პირადი ურთიერთობა პრეზიდენტ სი ძინპინთან უკიდურესად კარგია და ჩვენ ორივე ვაცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია მისი ასეთად შენარჩუნება. მჯერა, რომ ჩემი პრეზიდენტობის მომდევნო სამი წლის განმავლობაში, პრეზიდენტ სი ძინპინთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობით, ბევრი პოზიტიური შედეგი იქნება მიღწეული!“ - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.