ტრამპი მიგრანტებისთვის დროებითი იურიდიული სტატუსის გაუქმებას გეგმავს - ვის შეეხება პრეზიდენტის განკარგულება

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია 530 000-ზე მეტი მიგრანტისთვის დროებითი იურიდიული სტატუსის გაუქმებას გეგმავს. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, საუბარია აშშ-ში სპეციალური პროგრამის ფარგლებში შესულ მიგრანტებზე, პროგრამა კი ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დროს, 2023 წელს შემოიღეს.

ინფორმაციის თანახმად, ტრამპის ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული მიგრანტების აშშ-ში დროებითი ყოფნის პროგრამების მოქმედების ვადა 24 აპრილს დასრულდება.

"ტრამპის ადმინისტრაცია აპირებს გააუქმოს დროებითი იურიდიული სტატუსი 530 000-ზე მეტი ადამიანისთვის, რომლებიც შეერთებულ შტატებში კუბადან, ჰაიტიდან, ნიკარაგუადან და ვენესუელიდან ჩავიდნენ", - ნათქვამია სტატიაში.