LIVE: ამ წუთებში, შსს-ში ბრიფინგი იმართება
1749626659
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ირანიც არის ჩართული.
აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამ დროისთვის ღაზის საკითხი ჩვენ, „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მასშტაბური მოლაპარაკების შუაგულშია და ირანი, რეალურად, ჩართულია. ვნახავთ, რა მოხდება ღაზასთან დაკავშირებით. ჩვენ გვინდა, მძევლები დავაბრუნოთ. ეს არის ყველაფერი, რაც შემიძლია, გითხრათ“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპს დამატებით დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია.
LIVE: ამ წუთებში, შსს-ში ბრიფინგი იმართება
1749626659