დაწესდება მაღალი ჯარიმები! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1749498140
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ბევრს მუშაობენ ირანთან.
„ისინი კარგი, თუმცა ხისტი მომლაპარაკებლები არიან“, – აღნიშნა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ირანის წარმომადგენლებთან მომდევნო შეხვედრა 12 ივნისს გაიმართება.
„ჩვენ ვცდილობთ შეთანხმების გაფორმებას, რომ არ იყოს განადგურება და სიკვდილი. ისინი ითხოვენ ისეთ საკითხებს, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია. მათ არ სურთ ურანის გამდიდრების შესაძლებლობაზე უარის თქმა, რასაც ვაშინგტონი ვერ დაუშვებს“, – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპის თქმით, ის ასევე ესაუბრა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებზე.