ტრამპი: ბანდის მეთაური ობამა იყო - ის დამნაშავეა, ეს იყო ღალატი, მათ სცადეს არჩევნების მოპარვა

ტრამპი/ობამა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტს მოუწოდა, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცეს ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა იმის გამო, რომ მან 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შეფასება შეუკვეთა.

„ეს იქნებოდა პრეზიდენტი ობამა, მან დაიწყო ეს. [ჯო] ბაიდენიც იქ იყო მასთან ერთად, [ჯეიმს] კომიც იქ იყო, [ჯეიმს] კლაპერიც - მთელი ჯგუფი იქ იყო და [ჯონ] ბრენანიც“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

„ბანდის მეთაური პრეზიდენტი ობამა იყო. ის დამნაშავეა. ეს იყო ღალატი. მათ სცადეს არჩევნების მოპარვა“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, „ის, რასაც ობამა ხელმძღვანელობდა, იყო გადატრიალების მოწყობის მცდელობა“.