ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან გაბრაზდა მას შემდეგ, რაც პუტინმა ნოვგოროდში, საკუთარ რეზიდენციაზე უკრაინული დრონების იერიშების შესახებ მოუყვა

 ტრამპი

 ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან გაბრაზდა მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნოვგოროდში, საკუთარ რეზიდენციაზე უკრაინული დრონების იერიშების შესახებ მოუყვა. ამასთან ერთად, ტრამპმა არც ის გამორიცხა, რომ შესაძლოა, უკრაინას პუტინის რეზიდენციაზე დარტყმა არ მიუტანია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ თავის დროზე, უკრაინას შორ მანძილზე მოქმედი "ტომაჰავკის" ტიპის რაკეტების გადაცემაზე უარი უთხრა.

საკითხზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მან ტყუილი უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომლის მიხედვით უკრაინულმა დრონებმა ნოვგოროდის ოლქში პუტინის საცხოვრებელი დაბომბეს. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი კიევის სამთავრობო კვარტალზე თავდასხმას ამზადებს.