ძალიან ძლიერი ლოცვა, რომელიც მხოლოდ 2 სიტყვისგან შედგება
1767037889
იანვრის სატრანსფერო ფანჯარა ახლოვდება და უცხოურ პრესაში არაერთი საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი მათგანი „სენტ-ეტიენის“ სამომავლო გეგმებს უკავშირდება. როგორც ცნობილი ჟურნალისტი რომენ მოლინა წერს, „მწვანეები“ მზად არიან, ზამთარში ზურიკო დავითაშვილს ან ლუკას სტასინს შეელიონ.
მოლინას ინფორმაციას ფრანგული პორტალის But! Football Club-ის ჟურნალისტები გამოეხმაურნენ და საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. მათი აზრით, ქართველი გარემარბის გაყიდვა გამართლებული ნაბიჯი არ იქნება და „სენტ-ეტიენმა“ ამ საკითხში შეცდომა არ უნდა დაუშვას.
„დავითაშვილს კლუბისთვის პრობლემები არ შეუქმნია და პირველი წრე მშვენივრად დაასრულა. მას 8 გოლი აქვს გატანილი და „სენტ-ეტიენის“ საუკეთესო ბომბარდირია. რთულია იპოვო გარემარბი, რომელიც ამდენ გოლს იტანს. გარდა ამისა, დაახლოებით 10 დღის წინ ქართველმა ფეხბურთელმა კლუბში დარჩენის სურვილიც გამოთქვა და სურს, გუნდს მიზნების მიღწევაში დაეხმაროს. გამომდინარე აქედან, მისი გაშვება ჩემთვის გაუგებარი იქნება. ეს ნაბიჯი კლუბის ამბიციებთან შესაბამისი ნამდვილად არ არის და ზურიკოს წასვლა დიდი დანაკარგი იქნება“
განაგრძე კითხვა Crystalsport-ზე