ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი კლებულობს, საწვავის საცალო გაყიდვები კვლავ მაღალ ფასად ხდება, რაც მიუღებელია.
„ბენზინის საცალო გამყიდველებმა ფასები დაუყოვნებლივ უნდა შეამცირონ! არსებული ფასები ძალიან მაღალია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობის ფასი უკვე ბარელზე 68 დოლარია და კიდევ კლებისკენ მიდის. საცალო გამყიდველებმა ამ განცხადებას სწრაფად უნდა უპასუხონ და გააკეთონ ის, რაც სწორია - შეამცირეთ ფასები ჩვენი დიდებული ამერიკელი ხალხისთვის! ფასების ხელოვნური გაზრდა არ იქნება დაშვებული. ეს სრულიად უკანონოა. თუ საცალო გამყიდველები ასე არ მოიქცევიან, მათ სერიოზული პრობლემები ელით“, - დაწერა ტრამპმა.
თეთრი სახლის ლიდერი ამტკიცებს, რომ აშშ-ში ერთი გალონის ფასი 2,5 დოლარამდე უნდა შემცირდეს. მისი განცხადებით, საწვავზე ძალიან მაღალი ფასები ნარჩუნდება კალიფორნიის შტატში, რაც მაღალი გადასახადების ბრალია.
„დაიწყეთ მუშაობა იმაზე, რომ ბენზინის ფასი გალონზე დაახლოებით 2.5 დოლარი იყოს. ამასთან, კალიფორნიამ უნდა შეწყვიტოს ბენზინზე ასეთი მაღალი გადასახადების დაწესება. მალე გადასახადი თავად პროდუქტის ფასზე მეტიც კი გახდება. შეერთებული შტატები ამას არ შეეგუება, არც კალიფორნიის მოსახლეობა, რომელსაც ამ აბსურდული გადასახადებითა და საკუთარი ხელისუფლების პოლიტიკით უსამართლოდ ექცევიან“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.