მოულოდნელი ფინანსური ცვლილებები და ძველი სიყვარულის დაბრუნება - მიხეილ ცაგარელის უახლესი პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებს

ცაგარელი

კარმული ბუმერანგი, მოულოდნელი ფინანსური ცვლილებები და ძველი სიყვარულის დაბრუნება - რას მოიტანს ივლისის კვირა ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

მომდევნო კვირა ასტროლოგიური თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთული და მოვლენებით სავსე პერიოდია. მიხეილ ცაგარელის შეფასებით, ივლისის პერიოდი ბევრ ზოდიაქოს ნიშანს მნიშვნელოვან ცვლილებებსა და მოულოდნელ განვითარებებს მოუტანს.

„ასტროლოგიური პროგნოზების მიხედვით, აქტიურდება ე.წ. „კარმული ბუმერანგის“ ენერგია, რაც ნიშნავს, რომ წარსულში მიღებული გადაწყვეტილებები და ქმედებები შესაძლოა ახლა პირდაპირი შედეგით დაბრუნდეს.

განსაკუთრებით აქტუალური ხდება ფინანსური სფერო - მოსალოდნელია როგორც მოულოდნელი შემოსავლები, ასევე გარკვეული გადახედვები ხარჯებთან და მატერიალურ გეგმებთან დაკავშირებით.

ამავე პერიოდში არ არის გამორიცხული ძველი ურთიერთობების დაბრუნებაც. ასტროლოგების თქმით, შესაძლოა წარსულის ადამიანები კვლავ გამოჩნდნენ და ემოციური საკითხები ხელახლა გააქტიურდეს“, - ამბობს ასტროლოგი.

ვრცლად, ნახეთ ვიდეო: