ტრამპი: ახლა ვენესუელა მიყვარს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ განიხილავს ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, მარია კორინა მაჩადოს ჩართვას თავისი ქვეყნის საკითხებში გარკვეული სტატუსით, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა როლი შეიძლება შეასრულოს მან.

„ჩვენ ვესაუბრებით მას და შესაძლოა, როგორმე ჩავრთოთ კიდეც. ძალიან გამიხარდებოდა ამის გაკეთება; მარია, იქნებ ეს შევძლოთ“, - განუცხადა ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს მაჩადოს შესახებ, რომელიც გასულ კვირას მას პირადად შეხვდა.

„ადრე ვენესუელის მიმართ ძალიან მკაცრად ვიყავი განწყობილი, ახლა კი ვენესუელა მიყვარს. ისინი ჩვენთან ძალიან კარგად თანამშრომლობენ. ეს ძალიან სასიამოვნოა“, - დასძინა მან.