1732386875
ტრაგედია ყინულის მოედანზე - ცნობილი ჰოკეისტის დედ-მამამ შვილის სიკვდილს პირდაპირ ეთერში უყურეს
საშინელი ტრაგედია ინგლისში. NHL-ის ყოფილი მოთამაშე თამაშის დროს მიყენებული ჭრილობის გამო გარდაიცვალა.
ჰოკეისტ ადამ ჯონსონის მამა პირდაპირ ეთერში უყურებდა შვილის თამაშს, როდესაც საშინელება დაიწყო. როგორც მისი დეიდა ამბობს: „არავის არ ვუსურვებ, გაიაროს ის, რაც ჩვენ ვნახეთ“.
ბრიტანეთში, უბედური შემთხვევის შედეგად, დაღუპული ამერიკელი ჰოკეისტის მამა მატჩს ონლაინ უყურებდა, 4000 მილის მოშორებით, მინესოტაში, თქვა მისმა დეიდამ.
ნოტინჰემის პანტერების ვარსკვლავი ადამ ჯონსონი დაიღუპა, როდესაც შეფილდ სტილერის კონკურენტის, მეთ პეტგრეივის ციგურებმა, შემთხვევით,ყელი გამოჭრა , შეტაკების დროს.
დასისხლიანებული 29 წლის ბიჭი ცოტა ხნით ყინულზე ადგა, მაგრამ ისევ წაიქცა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაუწიეს, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მისმა დეიდამ კარი ჯონსონმა თქვა, რომ ის და ჯონსონის მამა, დეივი ჯონსონი, რომელიც მისი ძმაა, უყურებდნენ ინტერნეტში, როდესაც ტრაგედია მოხდა Utility Arena-ზე.
ქალბატონმა ჯონსონმა განუცხადა ABC-ს KSTP-TV-ს: „ჩვენ ვნახეთ, რომ ეს მოხდა. საშინელება იყო. ამის აღწერაც კი არ შემიძლია, არავის უნდა გაიაროს ის, რაც ჩვენ ვნახეთ.
„მეტოქემ ადამის ყელი გამოჭრა, საძილე არტერია გადაუჭრა. ექიმებმა სისხლდენა ვერ შეაჩერეს. მან ძალიან ბევრი სისხლი დაკარგა. ძნელი იყო იმის გააზრება, რომ ეს შენი ბიჭია და იცი, რომ ცუდადაა. ”
ასევე ნახეთ: