ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი და საფლავების შინათა სიცოცხლის მიმნიჭებელი...
გილოცავთ, ქრისტიანებო...
თუ იცით, აღდგომის სიმბოლოს - წითელ კვერცხს რატომ ვურტყამთ ერთმანეთზე? რატომ "ვუჭახუნებთ", რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ამას?
აღდგომის კვერცხი საფლავში მყოფ იესოსთან ასოცირდება. კვერცხის ნაჭუჭი კი არის იმ საფლავის ქვა, რომელიც გადაგორდა... და იესო აღსდგა.
სააღდგომოდ შეღებილი კვერცხი წ ი თ ე ლ ი უნდა იყოს, რადგან ეს ფერი, ამ შემთხვევაში, უფლის სისხლთან ასოცირდება, "ჩვენთვის დანთხეული მისატევებელად ცოდვათა".
კვერცხების ერთმანეთზე მიჭახუნება კი ნიშნავს აღდგომის მოსვლას და ამ სიხარულის გაზიარებას, მილოცვას:
ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა!