თქვენ დონბასში ჩვენი მოსახლეობისა და სამშობლოს უსაფრთხოებისთვის იბრძვით - პუტინი

პუტინი ვლადიმერ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალები დონბასში სპეცოპერაციის დროს, მოსახლეობისა და სამშობლოს დასაცავად იბრძვიან.

„როგორც ადრე, ახლაც მსგავსი მდგომარეობაა. თქვენ (რუსეთის სამხედრო ძალები) დონბასში ჩვენი მოსახლეობისთვისა და სამშობლოს უსაფრთხოებისთვის იბრძვით. გამარჯვების დღე თითოეულ ჩვენგანს გულთან ახლოს მიაქვს. რუსეთში არ არსებობს ოჯახი, რომელიც დიდმა სამამულო ომმა არ დააზარალა. ჩვენ გამარჯვებულების თაობით ვამაყობთ.

რუსეთი ყოველთვის მხარს უჭერდა თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოების სისტემის შექმნას, სისტემა, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიო საზოგადოებისთვის. გასულ დეკემბერს ჩვენ დასავლეთს უსაფრთხოების გარანტიის შეთანხმების გაფორმება შევთავაზეთ, თუმცა ამაოდ! ნატოს ქვეყნებს ჩვენი მოსმენა არ სურდათ“, - თქვა პუტინმა.