ტორონტოს პრაიდის შეკრება აღვირახსნილ აღლუმად გადაიქცა მას შემდეგ, რაც მონაწილეებმა ღონისძიების აღნიშვნა ტანსაცმლის გახდით გადაწყვიტეს - Trending Politics-ის დამფუძნებელი ქოლინ რაგი

პრაიდი

ტორონტოს პრაიდის შეკრება აღვირახსნილ პარადში გადაიქცა, მას შემდეგ რაც მონაწილეებმა ღონისძიების აღნიშვნა ტანსაცმლის გახდით გადაწყვიტეს -, ამის შესახებ Trending politics-ის დამფუძნებელი ქოლინ რაგი საკუთარ x გვერდზე წერს და ღონისძიების ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.

ოჯახები და ბავშვები წაახალისეს , რომ შაბათ- კვირას “პრაიდი” აღენიშნათ ტორონტოში, სადაც ათასობით ადამიანი შეიკრიბა ქალაქში სხვადასხვა ღონისძიებებზე, მათ შორის “ოჯახის პრაიდზე” “ოჯახის პრაიდი” ეს არის მხიარული ღონისძიება, რომელიც იმართება Church street school-ის ტერიტორიაზე. აქ ოჯახებს შეუძლიათ ისიამოვნონ ზღაპრული შოუთი, სახის მოხატვით, ზღაპრების თხრობით და ა.შ “- განაცხადეს ოჯახის პრაიდის ღონისძიების ორგანიზატორებმა. როგორც ქოლინ რაგი წერს აღნიშნულ საორგანიზაციო ჯგუფს მოუწია მოზრდილებისთვის შეეხსენება , რომ ისინი დაიშვებოდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ჰყავდათ შვილები. “გაითვალისწინეთ მოზრდილები აღნიშნილ სივრცეში დაიშვებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თან ახლავთ ბავშვი/ბავშვები 0-დან 12 წლამდე”,- წერს ქოლინ რაგი