ვინ არის ქალი, რომელიც ყოფილმა ქმარმა ცემით მოკლა - საგარეჯოში მომხდარი მკვლელობის დეტალები
1732256697
ტოკიოს კაფეში ვიზიტორებს მხოლოდ რობოტები ემსახურებიან, მათ კი სპეციალური საჭიროების მქონე პირები მართავენ. კვების ობიექტი, სახელწოდებით Dawn Avatar Robot Café უკვე ერთი წელია, შეუფერხებლად მუშაობს. მისი შექმნისას მთავარი მიზანი იყო, სხვადასხვა საჭიროების მქონე პირები სახლიდან გაუსვლელად დასაქმებულიყვნენ.
კაფე განსაკუთრებით პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ტიკტოკ გამომწერებმა რობოტების მომსახურების ამსახველი კადრები აქტიურად გაავრცელეს. კადრებში ჩანს, რომ სწორედ რობოტი იღებს შეკვეთას და, ამასთან, თავადვეა პასუხისმგებელი, რომ სხვადასხვა კერძის დანიშნულების ადგილამდე მიიტანოს.
„რობოტები დისტანციურად კონტროლდებიან. უამრავი ადამიანი, რომელიც სამედიცინო ან სხვა სახის გამოწვევის გამო სპეციალური საჭიროების მქონეა, დასაქმების ბაზრის მიღმა რჩება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ თანაბრად უნდა მიეცეთ შესაძლებლობა. დისტანციურ მართვით ისინი საზოგადოებასთან კავშირსაც ინარჩუნებენ", - ამბობენ რესტორნის დამფუძნებლები.
ამჟამად კაფეში, მთელი იაპონიიდან, თითქმის 70 სპეციალური საჭიროების მქონე პირია დასაქმებული. რობოტების საერთო რაოდენობა კი 10-ს აღწევს.
ასევე ნახეთ:
დააჯამეთ თქვენი ტელეფონის ნომრის ციფრები და გაიგეთ, რა გავლენას ახდენს ის თქვენს ბედ–იღბალზე
როგორ სიურპრიზს უმზადებს ტაროს პროგნოზი ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს უახლოეს დღეებში