მკვლელობა მცხეთაში - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს
1776062754
ოპოზიციონერ პიტერ მაგიარის პარტია უნგრეთის პარლამენტში ადგილების ორ მესამედზე მეტს იღებს. ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ტისა“ ლიდერობს. ეს მონაცემები ახალ მთავრობას საკმარის სამოქმედო სივრცეს მისცემს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესატანად და საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად.
ამ ინფორმაციის თანახმად, „ტისა“ პარლამენტში 138 ადგილს იღებს, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პარტია „ფიდესი“ და მასთან ალიანსში მყოფი „ქრისტიან-დემოკრატიული სახალხო პარტია“ - 55 ადგილს. კიდევ 6 ადგილს, წინასწარი მონაცემებით, ულტრამემარჯვენე მოძრაობა „ჩვენი სამშობლო“ აიღებს. უნგრეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ხმების საბოლოო დათვლა არაუგვიანეს 18 აპრილისა უნდა დასრულდეს.
„ჩვენ გავათავისუფლეთ უნგრეთი, ჩვენ დავიბრუნეთ ჩვენი სამშობლო“, - განაცხადა 45 წლის მაგიარმა ბუდაპეშტში მხარდამჭერის წინაშე და პირობა დადო, რომ წარმოადგენს „ყველა უნგრელის ინტერესს, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფებისას“. ლიდერის გამოსვლას პერიოდულად წყვეტდა შეკრებილთა შეძახილები: „ევროპა! ევროპა!“.