იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
“კაცი მილიონ ფუნტად: რატომ წაიყვანა ბორის ჯონსონმა თავისი დონორი უკრაინაში?” - ამ სათაურით გამოცემა The Guardian სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია გაჟონილი დოკუმენტების შესახებ, რომლებიც ნათელს ჰფენს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ურთიერთობას კრისტოფერ ჰარბორნთან.
როგორც სტატიაში ვკითხულობთ, 2023 წლის სექტემბერში ბორის ჯონსონი, უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი, უკრაინაში ორდღიანი ვიზიტით გაემგზავრა. მას თან ახლდნენ თანაშემწეები, დაცვა და კრისტოფერ ჰარბორნი, რომელმაც მას პირადად 1 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაურიცხა.
ეს თანხა, სავარაუდოდ, ყველაზე დიდი დონაციაა, რაც კი ოდესმე ინდივიდუალურად მიუღია პარლამენტარს. ჰარბორნმა ეს თანხა ჯონსონის მიერ პრემიერობის შემდეგ შექმნილ კერძო კომპანიას გადაურიცხა. მიუხედავად ამისა, ჯონსონი და ჰარბორნი არ განმარტავენ, რატომ იყო ჰარბორნი მასთან ერთად ამ მაღალი დონის ვიზიტზე, ან რა როლი ჰქონდა.
გაჟონილი დოკუმენტების მიხედვით, ჰარბორნი უკრაინაში ვიზიტისას რეგისტრირებული იყო როგორც „მრჩეველი ბორის ჯონსონის ოფისიდან“. მას მრავალმხრივი ბიზნესინტერესები აქვს - კრიპტოვალუტიდან სამხედრო ტექნიკამდე - და ის ასევე უდიდესი აქციონერია ბრიტანულ სამხედრო კომპანიაში, რომლის დრონები, სავარაუდოდ, უკრაინას მიეწოდება.
ეს ყველაფერი ეჭვს ბადებს, იყენებს თუ არა ჯონსონი უკრაინასთან დაკავშირებულ აქტივობებს პირადი სარგებლისთვის, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ჰარბორნმა მას 1 მილიონი ფუნტი გადაურიცხა. ჯონსონმა, Guardian-ი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მათი სტატიები „რუსული ჰაკერული ოპერაციიდან მომდინარეობს“ და „სასირცხვილოა“.
ჯონსონის პრემიერობის დროს ჰარბორნმა კონსერვატიულ პარტიას 1 მილიონი ფუნტი შესწირა. ეს მჭიდრო ურთიერთობა კი გრძელდება, უკვე ბორის ჯონსონის ოფისის დონორის როლშიც.
2022 წლის ნოემბერში ბორის ჯონსონის აქტივობების რეგისტრში ჩაწერილია 1 მილიონი ღირებულების დონაცია მისი კომპანიისთვის ჰარბორნის მიერ. ეს თანხა არ ჩანს საარჩევნო კომისიის დონაციების ბაზაში, რომელიც რეგისტრირებულ პოლიტიკურ საქმიანობაზე არის განკუთვნილი. ეს აჩენს ეჭვს, რომ შესაძლოა, ეს ჯონსონის შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით გაცემული თანხა ყოფილიყო.