28 მარ 19:59
The Financial Times: ლონდონის ჰითროუს აეროპორტი ელექტრო ქვესადგურზე მომხდარი ავარიის გამო დაიკეტა

ლონდონის უმსხვილესი აეროპორტი ჰითროუ მასთან ახლოს მდებარე ელექტრო ქვესადგურზე მომხდარი ავარიის გამო დროებით დაიხურა. ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ელექტრო ქვესადგურზე აფეთქების ხმა გაისმა, რის შემდეგაც ცეცხლი გაჩნდა. ამის გამო აეროპორტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. მეხანძრე-მაშველები ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.
როგორც The Financial Times-ი იუწყება, აეროპორტი მთელი დღის განმავლობაში დაკეტილი იქნება. ის ვერც მგზავრებს მოემსახურება, ვერც რეისების მიღებას შეძლებს. ყველა თვითმფრინავი გადამისამართებულია სხვა აეროპორტებში, ხოლო ზოგი ავიარეისი გადაიდო ან გაუქმდა.
მომხდარის მიზეზები უცნობია.