The Atlantic: ტრამპმა უკმაყოფილება გამოხატა ზელენსკისა და ევროპის მიმართ არარეალისტური მოთხოვნების გამო - მისი აზრით, ისინი უნდა შეეგუონ იმას, რომ უკრაინამ ტერიტორიის ნაწილი უნდა დათმოს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა ვოლოდიმირ ზელენსკითა და ევროპით, უკრაინაში არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად მათი არარეალისტური მოთხოვნების გამო, - წერს ამერიკული ჟურნალი The Atlantic წყაროებზე დაყრდნობით.

„ტრამპმა უკმაყოფილება გამოხატა ზელენსკისა და ევროპის მიმართაც, რადგან მისი აზრით, ისინი არარეალისტურ მოთხოვნებს აყენებენ და უნდა შეეგუონ იმას, რომ კონფლიქტის დასასრულებლად უკრაინამ ტერიტორიის ნაწილი უნდა დათმოს“, - ნათქვამია სტატიაში.

„ტრამპი თავს იკავებს აშშ-ის უფრო მეტად ჩართულობისგან, რადგან ეშინია, რომ MAGA-ს ამომრჩეველთა ბაზას გაანაწყენებს. საკუთარი პრეზიდენტობის შვიდი თვის თავზეც კი, ის ძალისხმევას არ იშურებს, რომ ომი თავის წინამორბედს, ჯო ბაიდენს დააბრალოს“, - წერს The Atlantic.

„მას უბრალოდ უნდა, რომ ეს [ომი]დასრულდეს“, - განუცხადა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა The Atlantic-ს. „თითქმის არ აქვს მნიშვნელობა, როგორ.“