დაზიანებულია ელექტროენერგიის გადამცემი ანძა! მდინარე კალატოპიდან გადმოვიდა - რაჭაში სტიქიას ებრძვიან
1754078092
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო კამპანია 2016 წელს ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა დააფინანსა, მაშინდელი გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და ცენტრალური დაზვერვა კი იარაღად გამოიყენა.
ლევიტის თქმით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართლმსაჯულების აღსრულებას ითხოვს.
„ახლად გასაჯაროებული დოკუმენტები კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ჰილარი კლინტონმა გასცა განკარგულება პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ რუსული ჭორის გასავრცელებლად. ეს გეგმა მისმა საარჩევნო კამპანიამ დააფინანსა და დაამტკიცა. გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და დაზვერვის ცენტრალური სამმართველო კი იარაღად გამოიყენეს. პრეზიდენტ ტრამპს სურს მართლმსაჯულების აღდგენა“, - აღნიშნა ლევიტმა.