21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
თეთრი სახლი პირველად გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ცნობებს 28-პუნქტიანი უკრაინის სამშვიდობო გეგმის შესახებ. როგორც თეთრი სახლის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა აღნიშნა, ეს კარგი გეგმაა, რომელიც მისაღები უნდა იყოს უკრაინისთვის და რუსეთისთვის.
„პრეზიდენტი [დონალდ ტრამპი] მხარს უჭერს ამ გეგმას. ეს კარგი გეგმაა, როგორც რუსეთისთვის, ისე უკრაინისთვის. გვჯერა, რომ ის ორივე მხარისთვის მისაღები იქნება“, - თქვა ლევიტმა ბრიფინგზე.
მისი განცხადებით, გეგმაზე როგორც უკრაინულ, ისე რუსულ მხარეებთან ტრამპის სპეცწარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მუშაობდნენ.
„სპეციალური წარმომადგენელი უიტკოფი და მარკო რუბიო უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში საკმაოდ სწრაფად მუშაობდნენ გეგმაზე. მუშაობაში ორივე მხარე, რუსეთიც და უკრაინაც თანაბრად მონაწილეობდა იმისათვის, რათა გაგვეგო, თუ რა ვალდებულებას იკისრებენ მხარეები მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად“, - დასძინა თეთრი სახლის პრესმდივანმა.