სალომე გოგიაშვილისა და ლიკა შენგელიას კონფლიქტის შემდეგ, შენგელიას ექს მეუღლე მიმართვას ავრცელებს
1759829249
თეთრი სახლი პორტლენდსა და ორეგონში მიმდინარე არეულობებს ორგანიზებულ ანარქიას უწოდებს.
ჟურნალისტის კითხვაზე, იძიებენ თუ არა ჯორჯ სოროსის როლს ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლების დაფინანსებაში, ტრამპის ადმინისტრაციის პრესმდივანმა კეროლაინ ლევიტმა უპასუხა, რომ თეთრი სახლის უშიშროების სამუშაო ჯგუფი, გამოძიების ფედერალური ბიურო და დაზვერვის სამსახური აქტიურად მუშაობენ დონორების გამოსავლენად.
„ამ ჯგუფის, განსაკუთრებით კი „ანტიფას“ ფინანსურ მხარდაჭერას ჩვენი ადმინისტრაცია აქტიურად იკვლევს. გამოძიების ფედერალური ბიურო მუშაობს ამაზე თეთრის სახლის უშიშროების სამუშაო ჯგუფთან, დაზვერვის სამსახურთან და სახაზინო დეპარტამენტთან ერთად. აუცილებლად გამოვავლენთ ვინ აფინანსებს ამ ორგანიზებულ ანარქიას ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ. ამ კითხვაზე პასუხს ამერიკელები მრავალი წელია ითხოვენ“, - განაცხადა ლევიტმა.