თეთრ სახლსა და პენტაგონში აქვთ ინფორმაცია, რომ კატარში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზას შესაძლოა, საფრთხე ემუქრებოდეს - BBC

white house and pentagon

„ბიბისის“ ცნობით, თეთრ სახლსა და პენტაგონში აქვთ ინფორმაცია, რომ კატარში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზას შესაძლოა, საფრთხე ემუქრებოდეს. საუბარია ალ-უდეიდის საავიაციო ბაზაზე, რომელიც დოჰას სიახლოვეს მდებარეობს.

ამასთან, მედია ავრცელებს ცნობებს, რომ ცოტა ხნის წინ დოჰას საჰაერო სივრცეში აფეთქებების ხმა გაისმა. ირანული მედიის ცნობით, ირანმა დოჰაში მდებარე ამერიკული ბაზის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.

როგორც „აქსიოსი“ წერს, საუბარია ექვს რაკეტაზე.

ამასთან, მედიის ცნობით, განგაშია გამოცხადებული ამერიკულ ბაზებზე ბაჰრეინში, ქუვეითსა და კატარში. მაქსიმალური სამხედრო მზადფნის რეჟიმია გამოცხადებული ერაყში მდებარე ამერიკულ ავიაბაზაზეც.