დარდობენ თუ არა გარდაცვლილი ადამიანები ოჯახის წევრებზე - რას ამბობს მოძღვარი
1788810789
ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა. „ბიბისის“ ცნობით, ყველაზე მეტად კერის ოლქი დაზარალდა, სადაც 75 ადამიანია დაღუპული, მათ შორის 27 ბავშვი. ისინი მდინარე გუადალუპეს ნაპირზე მოწყობილ ქრისტიანულ საზაფხულო ბანაკში იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის ტეხასის რამდენიმე ოლქში წყალდიდობის შესახებ გაფრთხილება კვლავ მოქმედებს.
ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანმა, ქეროლაინ ლივიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კვირის ბოლოს ტეხასს ეწვევა.
შეგახსენებთ, ტეხასში ძლიერი წყალდიდობა პარასკევს მოხდა. სამაშველო სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.