პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ტეხასის შტატში, დალასის ჩრდილოეთით მდებარე სავაჭრო ცენტრში შეიარაღებულმა კაცმა რვა ადამიანი მოკლა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ BBC ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ქალაქ ალენის სავაჭრო ცენტრიდან ასობით ადამიანი იქნა ევაკუირებული.
პოლიციის განცხადებით, შეიარაღებული პირი მარტო მოქმედებდა.
ტეხასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა სროლას "გამოუთქმელი ტრაგედია" უწოდა და განაცხადა, რომ სახელმწიფო მზადაა შესთავაზოს ნებისმიერი დახმარება ადგილობრივ ხელისუფლებას.