1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
დღეს თეირანში ირანის, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება. ეს იქნება ასტანის ფორმატის რიგით მე-7 სამმხრივი შეხვედრა. ამის შესახებ უცხოური გამოცემა წერს.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანის დედაქალაქში უკვე ჩავიდა. როგორც თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია წერს, სამიტის ფარგლებში დაგეგმილია რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ცალკე შეხვედრაც.
რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განახლებაზე ისაუბრებენ, ასევე სირიის საკითხს განიხილავენ. როგორც მედიასაშუალება აღნიშნავს, სირიაში თურქეთი ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყებას აპირებს, რასაც მოსკოვი ეწინააღმდეგება.