1750436791
„თეირანი დიპლომატიისთვის მზად იქნება, როგორც კი აგრესია შეწყდება და აგრესორი ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხს აგებს“ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ თეირანი მზად იქნება კვლავ განიხილოს დიპლომატია, როგორც კი აგრესია შეწყდება და აგრესორი პასუხს აგებს ჩადენილი საზარელი დანაშაულებისთვის. ამის შესახებ ირანელმა დიპლომატმა ჟენევში ევროპელ კოლეგებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მედიასთან განაცხადა.
არაღჩიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება და მასზე თავდასხმა არის საერთაშორისო სამართლის დარღვევა. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ირანი გააგრძელებს თავდაცვის ლეგიტიმური უფლების გამოყენებას.
„მკაფიოდ ვაცხადებ, რომ ირანის თავდაცვითი შესაძლებლობები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება“, – აღნიშნა აბას არაღჩიმ.
ამასთან, აბას არაღჩიმ აღნიშნა, რომ ირანი მზად არის გააგრძელოს მოლაპარაკებები ჟენევაში დღეს გამართული შეხვედრის ფორმატში.
ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებებში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობდნენ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ნოელ ბარო, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივანი დევიდ ლემი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაიას კალასი.

ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხადებას ავრცელებს
1750450090