კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, საჯაროდ გააკრიტიკა მისი ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავების შეკვეთების შესრულებისას ძალიან ნელა მოქმედების გამო.
„ძალიან დიდი დრო სჭირდება! ძალიან დიდი დრო. არ გვესმის რა ვითარებაში ვართ?“ - აღნიშნა პუტინმა მინისტრებთან შეხვედრის დროს.
პუტინმა უსაყვედურა დენის მანტუროვს 2023 წელს სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავების კონტრაქტების არარსებობის გამო და მოუწოდა კომპანიებს დააჩქარონ პროცესი, რათა შეასრულონ შეკვეთები. პუტინმა, ასევე, მოითხოვა კონტრაქტების დასრულება ერთ თვეში.
„თქვენ ამბობთ, რომ ყველაფერი მზადაა, მაგრამ არ არის კონტრაქტები, ამას გეუბნებით. მოდი, შეხვედრის შემდეგ ვისაუბროთ. ვიცი, რომ საწარმოებთან ხელშეკრულებები არ გაფორმებულა, დირექტორებმა მითხრეს. თავს ისულელებ?“,- განაცხადა პუტინმა.
მანტუროვმა პუტინს შემდეგნაირად უპასუხა:
"ჩვენ ვეცდებით, ყველაფერი გავაკეთოთ“,- განაცხადა მან.