„თავდაყირა 2“ ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი ანიმაციური ფილმი გახდა

„თავდაყირა 2“

პრემიერიდან 6 კვირის შემდეგ „თავდაყირა 2“ ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ანიმაციური ფილმი გახდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სურათის შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბით 1,46 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ამ მაჩვენებლით, „თავდაყირა 2“-მა 2023 წლის ყველაზე შემოსავლიან ფილმს „ბარბისაც“ კი გადაუსწრო, რომელმაც 1,45 მილიარდი დოლარის შეგროვება შეძლო. ამასთან, მულტფილმის ჩვენება ჯერ არ დაწყებულა იაპონიის კინოთეატრებში.

პირველი „თავდაყირა“ ეკრანებზე 2015 წელს გამოვიდა. მულტფილმი გოგონა რაილის 5 ძირითად ემოციაზე მოგვითხრობს: სიხარული, სევდა, შიში, ბრაზი და ზიზღიანობა. სიქველეში რაილი უკვე მოზარდია და მას ახალი ემოციებიც უჩნდება: შფოთვა, შური, სირცხვილი, მოწყენილობა.