პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას გმობენ.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები აღნიშნავენ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სხვა დამნაშავე პირები პასუხს აგებენ“
„უკრაინასთან ერთად გლოვობთ ამ სასტიკი თავდასხმის უდანაშაულო მსხვერპლს. განურჩეველი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე ომის დანაშაულს წარმოადგენს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ბოლო ინფორმაციით, ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსების მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა.