1737433647
„თამარმა მეგობრებს მისწერა, რომ სარდაფში იყვნენ... შემდეგ კონტაქტი გაწყდა“ - ხუთსულიანი ოჯახი, რომელიც „ჰამასმა“ იმსხვერპლა
„ჰამასის“ თავდასხმებს ისრაელში 1000 -ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
დაღუპულებს შორისაა 5 სულიანი ოჯახი - თამარი, იონათანი და მათი შვილები: შახარი, არბელი და ომერი.
ტერორისტებმა მთელი ოჯახის შაბათს საკუთარი სახლის სარდაფში მოკლა.
ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე თამარმა მეგობრებს შეტყობინება გაუგზავნა:
„გამარჯობა, მეგობრებო ახლა ჩვენი სახლის სარდაფში ვიმყოფებით. ყველანი კარგად ვართ...“, - წერდა თამარი.
შეტყობინება 2:45 საათით თარიღდება, ამის შემდეგ კი მათთან კავშირი გაწყდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
ქართული მაფიის მასშტაბური შეკრება ხორვატიაში - რა კავშირშია თბილისის ციხეში მომხდარი დაპირისპირება
,,4 ბავშვს მოაჭრეს თავი, სიტყვები არ მყოფნის..." - ისრაელის ელჩი