პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ისრაელზე „ჰამასის“თავდასხმა აბსოლუტური ბოროტების აქტია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელში განვითარებული მოვლენების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ისრაელში მცხოვრები ხალხი “სუფთა დაუოკებელი ბოროტების” მსხვერპლი გახდა, რომელიც “ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ სისხლიანი ხელებით მოხდა, ჯგუფის, რომლის გაცხადებული მიზანი ებრაელების მკვლელობაა, ეს აბსოლუტური ბოროტების აქტია”.
„ქალები გააუპატიურეს, მათზე ფიზიკურად იძალადეს, აღლუმზე, როგორც ნანადირევი ჩამოატარეს. ოჯახები საათების განმავლობაში იმალებოდნენ, უიმედოდ ცდილობდნენ შვილების გაჩუმებას, რათა ყურადღება არ მიექციათ“ - განაცხადა ბაიდენმა.
მან აღნიშნა, რომ ისრაელში 1 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 14 ამერიკის მოქალაქე. ბაიდენის თქმით, აშშ-ის აქვს ინფორმაცია, რომ მისი მოქალაქეები „ჰამასის“ ტყვეობაში იმყოფებიან.
ბაიდენის თქმით, მან თავის გუნდს განკარგულება მისცა ისრაელთან სადაზვერვო ინფორმაცია გააზიარონ და აშშ-დან ისრაელში დამატებითი ექსპერტები გაგზავნონ, რომლებიც ისრაელელებს ტყვეების გათავისუფლების მცდელობებისთვის კონსულტაციებს ჩაუტარებენ.