,,4 ბავშვს მოაჭრეს თავი, სიტყვები არ მყოფნის..." - ისრაელის ელჩი

ელჩი

„4 ბავშვს მოაჭრეს თავი, სიტყვები არ მყოფნის...“, - ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

„კფარ აზა გახლავთ მცირე კიბუცი ღაზის სექტორთან ახლოს. 4 ბავშვს მოაჭრეს თავი. მანამდე აიყვანეს ტყვედ 1000-კაციანი კიბუცი. ჩვენ ვნახეთ როგორ გაჰქონდათ მრავალი საათის განმავლობაში ცხედრები. სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ გამოვხატო ჩვენი გრძნობები მას შემდეგ, რაც ჰამასმა ამოწყვიტა, გააუპატიურა ასობით უდანაშაულო ადამიანი, მე არ მყოფნის სიტყვები იმიტომ, რომ ეს გახლავთ ბარბაროსული ომის აქტი.

ასეთ რამეს უკანასკნელი წლების განმავლობაში არ მოვსწრებივართ. „ჰამასი“ და ისლამური სახელმწიფო ერთი და იგივეა. მთელმა მსოფლიომ დაინახა ჰამასის რეალური სახე, ზუსტად ისეთი, როგორიც იყო ისლამური სახელმწიფო“.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ძნელია იმის ახსნა, რაც აქ მოხდა...“ - ჟურნალისტის ჩართვა ისრაელიდან, სადაც ბავშვების ცხედრები იპოვეს

ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს აჭარბებს

i24 News: ისრაელის სამხრეთით აღმოაჩინეს 40 ბავშვის ცხედარი - ზოგიერთს თავი ჰქონდა მოჭრილი