პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ავღანეთის ტელეარხების წამყვანი ქალები და რეპორტიორები დღეს ეთერში სახედაფარულები გამოჩნდნენ. მიზეზი თალიბანის ახალი ბრძანებაა, - ამის შესახებ BBC წერს.
ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ, ზოგიერთმა წამყვანმა უარი თქვა ახალი წესის დამორჩილებაზე, თუმცა, როგორც ერთ-ერთი ქალი ამბობს, მათ დამსაქმებლების ზეწოლას ვეღარ გაუძლეს.
ქალები ჰიჯაბებით აშუქებდნენ მოვლენებს ისეთ პოპულარულ არხებზე, როგორებიცაა TOLOnews-ი, Ariana Television-ი, Shamshad TV და 1TV.
„ჩვენი რელიგიიდან გამომდინარე, არა უშავს, თუ თმას დავიფარავთ, მაგრამ წამყვანებს ძალიან უჭირთ ზედიზედ ორი-სამი საათით სახედაფარულ მდგომარეობაში საუბარი. მათ [თალიბებს] სურთ ქალების წაშლა სოციალური და პოლიტიკური ცხოვრებიდან“, - ამბობს TOLOnews-ის წამყვანი ფარიდა სიალი BBC-სთან საუბრისას.