პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რუსეთ-ავღანეთის ათწლიან ომში, ოფიციალური მონაცემებით რუსეთმა ცოცხალი ძალის სახით 15 051 ჯარისკაცი დაკარგა, ხოლო უკრაინაში, 26 დღის განმავლობაში, 15 300 რუსი სამხედრო დაიღუპა.
თუ ავღანეთში, 6 გენერლის ლიკვიდირება მოხდა, უკრაინაში რუსეთმა სამხედრო ელიტიდან 5 გენერლის მკვლელობა შეძლო.
რუსული 385 ტანკი იყო ავღანელების ანგარიშზე, უკრაინამ კი გაცილებით მეტი - 503 ტანკის განადგურება და/ან თავიანთი შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემა მოახერხა.
რაც შეეხება რუსულ ჯავშანტექნიკას 1 314 ავღანეთის მიწაზე დარჩა, ხოლო უკრაინაში, სულ რაღაც 26 დღეში - 1 556 ჯავშანტრანსპორტიორის ტანკის განადგურება და/ან თავიანთი შეიარაღებული ძალებისთვის გადაცემა მოხერხდა.
საარტილერიო სისტემა ავღანეთში რუსებმა უფრო მეტი დაკარგეს - კონკრეტულად 433, ხოლო უკრაინაში - 252.
განადგურებული თვითმფრინავების რაოდენობაც ავღანელების მხარეს ოდნავ მეტია - 118 ერთეულის ოდენობით, ხოლო უკრაინაში რუსებმა 99 თვითმფრინავი დაკარგეს. ხოლო შვეულმფრენები 400 ერთეულით განისაზღვრა ავღანეთში, უკრაინაში კი - 123-ით.
ავღანეთში რუსებმა 510 სპეცტექნიკა დაკარგეს. უკრაინაში კი - 15.
რუსული სატვირთო მანქანების და საწვავის ავზების რაოდენობამ, რომელიც ავღანეთის მიწაზე დარჩა 11 369 ერთეული შეადგინა, უკრაინაში კი - 1 070.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 26 დღის წინ, 24 თებერვალს შეიჭრა. ხოლო ავღანეთთან ის 1979-1989 წლებში მიმდინარეობდა.