პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ტაილანდის ყურეში შტორმის დროს სამხედრო გემი ჩაიძირა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, ბორტზე 100-ზე მეტი ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, 31 მეზღვაური უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ამავე ცნობით, ბორტზე მყოფი ეკიპაჟის 75 წევრი გადაარჩინეს.
„12 საათზე მეტი გავიდა, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ძებნას“, - განაცხადა საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.
საზღვაო ძალების წარმომადგენლის ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
„ეს თითქმის არასოდეს მომხდარა ჩვენი ძალების ისტორიაში, განსაკუთრებით გემზე, რომელიც ჯერ კიდევ აქტიურ გამოყენებაშია“, - აღნიშნა საზღვაო ძალების წარმომადგენელმა.