პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა ირანული დრონების ახალი პარტია მიიღო. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის თქმით, აღნიშნული დრონები უკრაინაზე 16 დეკემბერს მიტანილი დარტყმის დროს არ გამოუყენებიათ.
კიევში აცხადებენ, რომ ირანის მიერ რუსეთისთვის გადაცემული დრონების ახალი პარტია, წინასთან შედარებით მცირე რაოდენობით უპილოტო საფრენ აპარატებს მოიცავს. უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთი ირანულ დრონებს უკრაინაში ოქტომბრიდან იყენებს, ძირითადად უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების მისატანად.
უკრაინა, ასევე დასავლეთში მისი პარტნიორები შიშობენ, რომ ირანმა რუსეთს შესაძლოა, ბალისტიკური რაკეტებიც მიაწოდოს. უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ შესაბამისი მოლაპარაკების შესახებ ინფორმაცია უკვე აქვთ და რუსეთი დიდი ძალისხმევის ფასად ცდილობს, მიიღოს ეს რაკეტები ირანისგან.