ვის ეკუთვნის სახლი, რომელიც ლოს-ანჯელესის ხანძრებს სასწაულებრივად გადაურჩა
1736753330
ტაილანდის მთავრობამ კაზინოებისა და აზარტული თამაშების ლეგალიზაციის კანონპროექტი მოიწონა და დაამტკიცა.
კანონპროექტის თანახმად, რომელიც დასამტკიცებლად ტაილანდის პარლამენტს გადაეგზავნება, კაზინოების და აზარტული თამაშების მოწყობა დიდ გასართობ კომპლექსებში იქნება შესაძლებელი.
როგორც Reuters-ი იუწყება, კაზინოების და აზარტული თამაშების მოწყობა ტაილანდში აკრძალულია, მაგრამ არალეგალური ტოტალიზატორები და სხვა სახის ლატარიები მაინც იმართება.
ქვეყანაში ლეგალური მხოლოდ ცხენის ჯირითი და სახელმწიფო ლატარიაა. სააგენტოს ცნობით, ტაილანდის მეზობელ ქვეყნებში, კამბოჯაში, სინგაპურში, ფილიპინებზე, ლაოსსა და მიანმაში კაზინოები და აზარტული თამაშები დაშვებულია, რაც მათ დამატებითი ფინანსური შემოსავლის მიღებაში ეხმარება.
„ლეგალიზება საზოგადოებას დაიცავს და სახელმწიფოს მეტ შემოსავალს მოუტანს“, - ციტირებს Reuters-ი ტაილანდის პრემიერს.
წინასწარი გათვლებით, კაზინოებისა და აზარტული თამაშების ლეგალიზება ქვეყანაში დამატებით 9 ათასიდან 15 ათასამდე სამუშაო ადგილს შექმნის.