SumOfUs-ის მკვლევარის ავატარი ვირტუალურად გააუპატიურეს - უცხოური მედია

webp

უფლებადამცველი ჯგუფის მკვლევარის ავატარზე სექსუალურად  Meta-ს პლატფორმაზე იძალადეს, ის ვირტუალურ სამყაროში სექსუალური ძალადობის პირველი მსხვერპლი გახდა. ინფორმაციას უცხოური გავლენიანი მედია გამოცემა businessinsider ავრცელებს. 

არაკომერციული ადვოკატირების ჯგუფი ამბობს, რომ მკვლევარის ავატარი Meta-ს პლატფორმაზე გააუპატიურეს, ამის გარდა, Meta-ს სხვა მომხმარებლებმაც განაცხადეს, რომ მათაც სექსუალური ხასიათის შეურაცხყოფა მიაყენეს.

მკვლევარი Meta-ს პლატფორმაზე შევიდა, რომელსაც სურდა, მომხმარებლების აქტივობა Meta-ს სოციალური ქსელის პლატფორმაზე Horizon World-ზე შეესწავლა. ერთი საათის შემდეგ, რაც მან Oculus-ის ვირტუალური რეალობის ყურსასმენი მოირგო, მისი თქმით, ავატარი ვირტუალურ სივრცეში გააუპატიურეს.

SumOfUs-ის ანგარიშის მიხედვით, მომხმარებლებმა მკვლევარი პირად წვეულებაზე Horizon World-ზე მიიწვიეს. შემდეგ იმავე ოთახში მყოფმა მომხმარებლებმა სთხოვეს, პარამეტრი გამორთოთ, რომელიც ხელს სხვებს - მისგან 4 ფუტის დაშორებით უშლიდა.

მოხსენება უკავშირდება ვიდეოს, რომელიც ჯგუფის თქმით, აჩვენებს, თუ რა დაემართა მკვლევარის ავატარს. ვიდეოში ჩანს მამაკაცის ავატარი, რომელიც ძალიან უახლოვდება მას, ხოლო მეორე მამაკაცი ავატარი დგას იქვე და უყურებს. შემდეგ, 28 წამიანი ვიდეოს მიხედვით, ორ ავატარს შორის ბოთლი გადადის, რომელიც თითქოს ალკოჰოლია. ვიდეოში მამაკაცების ხმა ისმის, რომლებიც უხამს კომენტარს აკეთებენ.

მკვლევარი შეიყვანეს პირად ოთახში წვეულებაზე, სადაც ის მომხმარებელმა გააუპატიურა, ის ეუბნებოდა, რომ შემობრუნებულიყო, რათა ეს უკნიდან გაეკეთებინა, სანამ მომხმარებლები გარეთ იყვნენ. ეს ყველაფერი მაშინ ხდებოდა, როცა ოთახში მყოფი სხვა მომხმარებელი მათ უყურებდა და არყის ბოთლს ატრიალებდა", - ნათქვამია მოხსენებაში.

მიუხედავად იმისა, რომ ეს მოხდა ვირტუალურ რეალობაში, ინციდენტმა მკვლევარი "დეზორიენტირებული" დატოვა", - თქვა მან მოხსენებაში.

მკვლევარმა აღნიშნა, რომ მისი კონტროლიორი ვიბრირებდა, როდესაც მამაკაცი ავატარები მას შეეხნენ, რამაც გამოიწვია ფიზიკური შეგრძნება, რომელიც იყო იმის შედეგი, რასაც ის განიცდიდა ონლაინ რეჟიმში.

„ჩემი ტვინის ერთი ნაწილი თითქოს მეუბნებოდა - "რა ხდება?", მეორე ნაწილი აღიქვამდა ისე, თითქოს ეს  ნამდვილი სხეული იყო“, - თქვა მან მოხსენებაში.

SumOfUs-ის მკვლევარებმა ასევე განაცხადეს, რომ ჰომოფობიური და რასობრივი შეურაცხყოფა განიცადეს Horizon World-ში და განაცხადეს, რომ ისინი პლატფორმაზე ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის მომსწრენი იყვნენ.

Meta-მ პლატფორმა Horizon Worlds დეკემბერში აამოქმედა და მისი მომხმარებლები 18 და მეტი წლისანი არიან. მომხმარებელი რეგისტრირდებიან მხოლოდ აშშ-დან და კანადიდან.

The Verge-ის ცნობით, თებერვლისთვის პლატფორმაზე სულ მცირე 300 000 მომხმარებელი იყო.

ამაზე Meta-ს წარმომადგენელმა, კრისტინა მილიანმა განაცხადა:

„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ინტერფეისის გაუმჯობესებას, რათა უკეთ გავიგოთ, როგორ იყენებენ ადამიანები ჩვენს ინსტრუმენტებს.

მომხმარებლებმა პლატფორმის გამოყენება მარტივად და საიმედოდ უნდა შეძლოს.

ჩვენი მიზანია, Horizon Worlds უსაფრთხო გავხადოთ და ჩვენ მზად ვართ, ეს სამუშაო გავწიოთ." - აღნიშნა Meta-ს წარმომადგენელმა.