გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, 45 წლამდე ასაკის მამაკაცს, არასრულწლოვანი გერის გაუპატიურებას, მის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებას და მეუღლეზე ძალადობას ედავებიან.
"პრაიმთაიმის" ექსკლუზიური ინფორმაციით, ფაქტის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს, არასრულწლოვანის დედამ შეატყობინა.
13 წლის გოგონამ, მამინაცვლის მხრიდან მის მიმართ ჩადენილი ქმედებების შესახებ, დედას მას შემდეგ გაუმხილა, რაც მამაკაცმა მეუღლეზე იძალადა.
საქმის მასალების მიხედვით, მამინაცვლის მხრიდან გოგონაზე სექსუალური ძალადობა 9 წლის ასაკიდან დაიწყო.
გოგონას ჩვენების თანახმად, მამაკაცი მას მუდმივად ემუქრებოდა, რის გამოც დედასთან სიმართლის გამჟღავნებას ვერ ახერხებდა.
არასრულწლოვანი გოგონა, ამჟამად, დედასთან ცხოვრობს, თუმცა, მასთან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობენ და დროებით, საცხოვრებელი ადგილის შეცვლას, მიზანშეწონილად თვლიან.
მამაკაცი უკვე დაპატიმრებულია და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვს შეფარდებული.
პატიმრობაში იმყოფება ბრალდებულის ვაჟიც, რომელიც მას პირველ მეუღლესთან ჰყავს. მამაკაცის ვაჟი, არასრულწლოვან გოგონასა და დედამისს, მუქარის გზით, ჩვენების შეცვლას აიძულებდა.
ბრალდებულების ადვოკატები, ილია ოთარაშვილი და მურად პოპიაშვილი, "პრაიმთაიმთან " მოკლე კომენტარს აკეთებენ და ამბობენ, რომ ბრალდებულებთან შეთანხმების გარეშე, დეტალებს ვერ გაასაჯაროებენ.
„ჩვენ ვიცავთ ბრალდებულებს, ამიტომ მათთან შეთანხმების გარეშე, ვერაფერს გეტყვით. გარდა ამისა, საქმე ისეთი კატეგორიისაა და ეხება არასრულწლოვანს, დეტალებს ვერ გეტყვით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დანაშაულს არ აღიარებს და ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას“,- განაცხადა მურად პოპიაშვილმა.
45 წლამდე ასაკის მამაკაცს ბრალი, სამი სხვადასხვა დანაშაულის 17 ეპიზოდზე აქვს წარდგენილი. გამოძიება მის მიმართ, სისხლის სამართლის კოდექსის 137- ე, 141-ე და 126' მუხლებით დაიწყო, რაც გაუპატიურებას, გარყვნილ ქმედებასა და ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.
ბრალდებულის ვაჟის მიმართ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 372- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს. საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზა, რომლის პასუხი ჯერჯერობით, ცნობილი არ არის.
წინასასამართლო სხდომა, 14 ივნისს უნდა ჩატარდეს.