1782482969
„სულელური დარღვევაა“ - დონალდ ტრამპი ირანს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემებზე განხორციელებულ თავდასხმაზე წერს.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში ტრამპი ადასტურებს, რომ ირანმა სულ მცირე ოთხი კამიკაძე დრონი გაუშვა, საიდანაც სამი ამერიკულმა მხარემ ჩამოაგდო, ხოლო ერთმა ძვირად ღირებული სატვირთო გემი დააზიანა.
„ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ჰორმუზის სრუტეში მცურავი გემების მიმართ სულ მცირე ოთხი კამიკაძე დრონი გაუშვა. ერთ-ერთი დრონი ზუსტად მოხვდა დიდი და ძალიან ძვირად ღირებული სატვირთო გემის ზედა გემბანს. ზიანი მიადგა, მაგრამ გემმა გზის გაგრძელება შეძლო. ჩვენ ჩამოვაგდეთ დანარჩენი სამი დრონი. ცხადია, ეს ჩვენი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სულელური დარღვევაა,“- წერს დონალდ ტრამპი.












