სუეცის არხში სატვირთო ხომალდი ისევ გაიჭედა

ხომალდი

სუეცის არხში სატვირთო ხომალდი ისევ გაიჭედა. ხომალდი Glory სუეცის არხში ფსკერზე დაჯდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

სუეცის არხის ადმინისტრაციის განცხადებით, არხში მყოფი სხვა გემები ახერხებენ გაჭედილი სატვირთო ხომალდისთვის გვერდის ავლას და არხის მუშაობა არ შეფერხებულა 

სუეცის არხი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო გასასვლელია. 200 კილომეტრამდე სიგრძის არხი გლობალური საზღვაო გადაზიდვების 30%-ს ატარებს, რაც მთელი გლობალური ვაჭრობის 12 პროცენტია 

2021 წლის მარტში, 220 000 ტონიანი ტანკერი, სახელად Ever Given, ექვსი დღის განმავლობაში გაიჭედა სუეცის არხში, რამაც შეაფერხა დაახლოებით 60 მილიარდი დოლარის ვაჭრობა