პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მოწოდების შემდეგ, სუდანში დაპირისპირებული მხარეები 24 საათის განმავლობაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
მედიის ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ადგილობრივი დროით 18:00-ზე დაიწყება და 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.
„სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ ლიდერის, მუჰამედ ჰამდან დაგალოს თქმით, ცეცხლის შეწყვეტა მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილებისა და დაჭრილების ევაკუაციის უზრუნველსაყოფად ცხადდება.
წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება დედაქალაქის გარშემო შეუძლებელია და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა გააფრთხილეს მოსალოდნელი კოლაფსის შესახებ.