სუდანის დედაქალაქში დაბომბვის დროს 19 ადამიანი დაიღუპა

სუდანი

სუდანის დედაქალაქში დაბომბვის დროს 19 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა ხარტუმის სამხრეთ ნაწილში მდებარე ერთ-ერთ ბაზარში მოხდა. დაშავებულია 100-ზე მეტი პირი. მედიის ინფორმაციით, ექვსი სატანკო ჭურვი ალ-შაჯარადან გაისროლეს, რომელსაც არმია აკონტროლებს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

ამჟამად, ხარტუმის თითქმის 90% "სწრაფი მხარდაჭერის ძალების" კონტროლქვეშაა. სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის აპრილში დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ ხარტუმში ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა.