სცენა ფილმიდან „მარტო სახლში" რეალურად მოხდა

მარტო სახლში

6 წლის ბიჭმა, რომელიც მარტო მგზავრობდა, არასწორი რეისით იმგზავრა. კასპერი ფილადელფიიდან ფლორიდაში, ფორტ მაიერსში ბებიასთან თვითმფრინავით მიემგზავრებოდა. ამის ნაცვლად მისი მგზავრობა ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში დასრულდა. ქალაქს ბებიის სახლამდე 4 საათის სავალი გზა აშორებს.

ამბავმა არაერთ ადამიანს და, შესაძლოა, მათ შორის თქვენც "მარტო სახლში 2" გაახსენა. მართლაც, კასპერის ისტორია ძალიან წააგავს კევინისას, რადგან ისიც არასწორი ფრენის გამო შობის დღესასწაულს ოჯახის გარეშე შეხვდა. ფილმით შთაგონებულმა არაერთმა მედიასააგენტომ სწორედ ასე გაავრცელა ინფორმაცია - „სცენა ფილმიდან "მარტო სახლში" რეალურად მოხდა".

თავიდან ვერავინ ხვდებოდა, თუ რა შეცდომა დაუშვა ავიაკომპანიამ. ყველაფერი თითქოს მაშინ უნდა გარკვეულიყო, როდესაც აეროპორტში მომლოდინე ბებიამ, მარია რამოსმა განგაში ატეხა, თუმცა აეროპორტის თანამშრომლებს ბავშვის ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. მანამ, სანამ ყველა დაბნეული იყო, საბედნიეროდ, 6 წლის კასპერმა ბებიას თავად დაურეკა და უთხრა, რომ, სავარაუდოდ, ის არასწორ თვითმფრინავში ჩაჯდა.

კასპერი ქალაქ ფორტ მაიერსისაკენ მიმავალი პირველივე რეისით დანიშნულების ადგილას ჩაიყვანეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა Spirit Airlines-მა აიღო. მათი თქმით, ისინი მზად არიან, ზარალის კომპენსაციის სახით ბილეთში გადახდილი თანხა უკან სრულად დააბრუნონ.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „მქონდა სურვილი, რომ ვყოფილიყავი ცოლშვილიანი მღვდელი...“ - პატრიარქის ემოციური ჩანაწერი

„მომენტალურად გათავისუფლდებით ყელის ტკივილისგან“ - მოვამზადოთ ყელის ტკივილის უებარი საშუალება 3 ინგრედიენტით